ირანი ახალი ბირთვული ცენტრის მშენებლობას გეგმავს

ირანი ახალი ბირთვული ცენტრის მშენებლობას გეგმავს

ირანის ხელისუფლებამ მესამე ბირთვული ცენტრის აგების განზრახვის შესახებ განაცხადა. ქვეყნის ატომული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ ურანის გასამდიდრებლად მესამე ირანული საწარმოს აშენების თაობაზე სახელმწიფო ტელეარხის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

სალეჰის თქმით, მშენებლობა 2011 წელს დაიწყება, თუმცა მშენებლობის ადგილი არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბირთვული ცენტრი საჰაერო დარტყმებისგან დაცული იქნება.

ამ დროისთვის მოქმედი ბირთვული ცენტრი ირანში, ქალაქ ნათანზში მდებარეობს. მეორე - ქალაქ კუმის სიახლოვეს, ფორდოს დასახლებაში შენდება. შარშან შემოდგომაზე ქვეყნის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა განაცხადა, რომ სამომავლოდ ირანში კიდევ 10 ბირთვული ცენტრის აგება იგეგმება, რომელთაგან 5-ის ადგილმდებარეობა უკვე განსაზღვრულია.

ირანის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა დასავლელი ექსპერტები, განსაკუთრებით აშშ-სა და ისრაელში, ეჭვობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა