დაღესტანში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცოპერაციის შედეგად მაგომედალ ვაგაბოვი მოკლეს, რომელსაც რუსი ძალოვანები მოსკოვის მეტროში 2010 წლის 29 მარტს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად მიიჩნევენ.
სპეცოპერაცია სოფელ გუნიბში ჩატარდა და წინასწარი მონაცემებით, განადგურდა ხუთი ბოევიკი, რომელთა შორისაა საადულ მაგომედოვი და ე.წ. ამირი რუსტამ მუნკიევი.
ვაგაბოვზე რუსი ძალოვანები 2 წელია ნადირობენ. შახიდი ქალი მარიამ შარიპოვა, რომელმაც 29 მარტს მოსკოვის მეტროში თავი აიფეთქა, შარიათის კანონების თანახმად, სწორედ მის ცოლად ითვლებოდა.
მოსკოვის მეტროში 29 მარტს განხორციელებული ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა. ტერორისტმა-თვითმკვლელებმა თავი პიკის საათის დროს აიფეთქეს.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.