კოსოვოელმა სერბებმა პრიშტინის შეთავაზებულ 5 მლნ ევროზე უარი თქვეს

კოსოვოელმა სერბებმა პრიშტინის შეთავაზებულ 5 მლნ ევროზე უარი თქვეს

კოსოვოელი სერბების წარმომადგენლებმა პრიშტინის მიერ შეთავაზებული 5 მლნ ევროს მიღებაზე უარი განაცხადეს, რომელიც კოსოვოს ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთით, სერბებით დასახლებული რაიონების ინტეგრაციისთვის გამოყო.

კოსოვოს ხელისუფლებამ სერბებით დასახლებული რაიონების ინტეგრაციის მიზნით სპეციალური ფონდის დაარსების შესახებ ოთხშაბათს განაცხადა. ფონდის სახსრები, რომელიც 5 მლნ ევროთი განისაზღვრა აღნიშნულ რაიონებში სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს.

2010 წლის დასაწყისში თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ დასავლეთის მხარდაჭერით "კოსოვოს ჩრდილოეთის სტრარეგია" შეიმუშავა, რომელიც ეკონომიკური ბერკეტებით სერბებით დასახლებული რაიონების ინტეგრაციას გულისხმობს.

სერბეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრიშტინას მიმართ სერბთა უნდობლობა და შიში იმდენად დიდია, რომ მილიონები ვითარებას ვერ გამოასწორებს. 

კოსოვოს მიტროვიცას ოლქის ხელმძღვანელის რადენკო ნედალკოვიჩის თქმით, სერბები არ აღაირებენ კოსოვოს ხელისუფლებას და შესაბამისად, კოსოვოს ბიუჯეტიდან თანხის მიღებაც არ სურთ. ამავდროულად, სერბეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილს საკმაო სახსრებს ახმარენ და იქ არსებულ სკოლების, სამედიცინო დაწესებულებებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაფინანსებას მომავალშიც გააგრძელებენ.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა