ავღანეთის ლიდერი ამერიკელებს ჯარების გაყვანის სტრატეგიის გამო აკრიტიკებს

ავღანეთის ლიდერი ამერიკელებს ჯარების გაყვანის სტრატეგიის გამო აკრიტიკებს

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ აშშ გააკრიტიკა. ამის მიზეზი ამერიკელთა გეგმებია, რომელიც ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტის გაყვანას 2011 წლისთვის ითვალისწინებს.

ავღანელი ლიდერის აზრით, ამერიკელი სამხედროების გასვლის ბოლო ვადების დაკონკრეტება თალიბ ბოევიკებს "მორალურად აძლიერებს".

აღნიშნული მოსაზრება კარზაიმ პირველად ქაბულში, ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრისას გამოთქვა. მოგვიანებით კი მისმა ადმინისტრაციამ პოზიცია ოფიციალური განცხადებით გამოხატა.

განხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ქვეყნის აღდგენის პროცესის თვალსაჩინო პროგრესისა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ხელისუფლების ბრძოლას თალიბთა წინააღმდეგ ართულებს.

კარზაი ასევე წუხს, რომ პაკისტანის საზღვართან ტერორისტთა ბაზების განადგურებისთვის ამერიკელთა ძალისხმევა არასაკმარისია. ავღანეთის მთავრობამ აშშ-ს პაკისტანის ტერიტორიაზე ბოევიკებთან ბრძოლის უფრო მკაცრი მეთოდებით წარმართვა არაერთხელ მოსთხოვა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა