პამირის მთებში ერთ-ერთ მწვერვალს შარლ აზნაურის სახელი უწოდეს

პამირის მთებში ერთ-ერთ მწვერვალს შარლ აზნაურის სახელი უწოდეს

უკრაინელმა ალპინისტმა სერგეი კაიფადჯიანმა პამირის მთებში 5250 მეტრის სიმაღლის მწვერვალი დაიპყრო და მას შარლ აზნაურის სახელი უწოდა. მწვერვალი აქამდე ჯერ არცერთ ადამიანს არ დაუპყრია. ამის შესახებ გაზეთი "Еркрамас" იტყობინება.

"კაიფაჯიანმა, რომელმაც მწვერვალი 25 აგვისტოს დაიპყრო, პირველი დამპყრობლის უფლებით ისარგებლა და მწვერვალს სომხური წარმოშობის ცნობილი ფრანგი მომღერლის შარლ აზნაურის სახელი მიანიჭა. ალპინისტმა მწვერვალის უმაღლეს წერტილში სამახსოვრო ნიშა გააკეთა, რომელზეც შარლ აზნაურია გამოსახული", - წერს გაზეთი.

აზნაური გამოჩენილი ფრანგი შანსონიეა, რომელიც ათასამდე სიმღერის ავტორია. ამ სიმღერების უმრავლესობა ფრანგული ესტრადის საგანძურშია შესული. ის პირველი ფრანგი შემსრულებელია, რომელმაც ევროპაში პლატინის დისკი მიიღო. აზნაური მეოცე საუკუნის საუკეთესო საესტრადო მომღერლად აღიარეს.

მისი ნამდვილი სახელია შანურ ვარინაგ აზნავურიან. ის 1924 წლის 22 მაისს პარიზში, სომხური წარმოშობის ოჯახში დაიბადა.

მომზადებულია yerkramas.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა