"სოჭი 2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ჩერნიშენკომ ზამთრის ოლიმპიადის თილისმის შესარჩევად სრულიად რუსეთის მასშტაბით კონკურსი გამოაცხადა.
ჩერნიშენკოს თქმით, განაცხადების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყება, ხოლო რჩეული თილისმა ოლიმპიურ თამაშებამდე სამი წლით ადრე, 2011 წლის 7 თებერვალს, ხმის მიცემის სახალხო მეთოდით სატელევიზიო ეთერში გამოვლინდება. საუკეთესო ვარიანტის ავტორი სხვადასხვა პრიზებთან ერთად ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებ ორ ბილეთს მიიღებს.
შემოთავაზებულ თილისმას სახელი ავტორებმა უნდა მოუფიქრონ, თუმცა უსახელო განაცხადებიც მიიღება. ესკიზის შექმნელებს ნამუშევარზე საავტორო უფლება სიცოცხლის ბოლომდე ექნებათ. ამასთან, საავტორო უფლებით ისარგებლებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც.
მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით.