რუსეთი და აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვარზე შეთანხმდნენ

რუსეთი და აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვარზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტისას ორმა ქვეყანამ სახელმწიფო საზღვარსა და მასზე გამდინარე მდინარე სამურის გამოყენებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა.

შეთანხმებით დაზუსტდა ორ ქვეყანას შორის საზღვრის ხაზი, რომელიც საქართველოდან იწყება და აზერბაიჯანსა და რუსეთზე კასპიის ზღვამდე გადის. შედეგად, რუსეთი პირველი სახელმწიფოა, რომელთანაც აზერბაიჯანმა სახელმწიფო საზღვარზე შეთანხმებას ხელი მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის სერგეი პრიხოდკოს თქმით, ხელმოწერილი შეთანხმება "ამ ქვეყნებს შორის მომავალში სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების, კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საფუძველს იძლევა".

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა