იური შევჩუკი: "პუტინთან საუბარი მუხლების კანკალის გარეშეც შეიძლება"

იური შევჩუკი: "პუტინთან საუბარი მუხლების კანკალის გარეშეც შეიძლება"

ისრაელში გასტროლებამდე ჯგუფ ДДТ-ის ლიდერმა იური შევჩუკმა NEWSru Israel-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. სხვა თემებთან ერთად როკერმა პუტინთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

"როგორც მოქალაქე, რუსეთის პრობლემებს ვხედავ და რა თქმა უნდა, მათზე ღიად ვსაუბრობ. არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მივეკუთვნები, თუმცა ბიუროკრატიის უკანონობის დროს საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობ ხოლმე. რუსეთში დღეს ბიუროკრატიის აბსოლუტური დიქტატურაა, რაც არ მომწონს", - განაცხადა შევჩუკმა.

შევჩუკმა პუტინთან სკანდალურ შეხვედრაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრის წინ მას და შეხვედრის სხვა მონაწილეებს დაურეკეს და სთხოვეს, პუტინისთვის უხერხული შეკითხვები არ დაესვათ: "ვუპასუხე, რომ ვიფიქრებდი ამ საკითხზე და ყურმილი დავუკიდე. პუტინს ჩემთვის საინტერესო კითხვები, მართალია ყველა არა, მაგრამ მაინც დავუსვი".

"მინდა დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც თითოეული ადამიანი კანონით იქნება დაცული. ზოგიერთებს ხელისუფლების ეშინიათ, მაგრამ გარწმუნებთ, სავსებით შესაძლებელია მთავრობასთან მშვიდად ისაუბრო და არ გიკანკალებდეს მუხლები", - განაცხადა შევჩუკმა.

მომზადებულია NEWSru Israel-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა