ვლადიმერ პუტინი საზოგადოების აქტიური და განათლებული ნაწილის მხარდაჭერას აღარ ფლობს, - მიიჩნევს რუსეთის სახალხო-დემოკრატიული კავშირის ლიდერი მახეილ კასიანოვი. მისი თქმით, ხელისუფლებაზე სახალხოდ კარგის თქმა უკვე "სამარცხვინოდ" ითვლება. ამასთან, რეალურად პუტინი მოსახლეობის მხოლოდ 40%-ის მხარდაჭერას ფლობს.
მილიციის ახალმა დანაშაულებებმა, ტყის ხანძრების დროს ხელისუფლების უმოქმედობამ და სურსათის ბაზარზე კრიზისმა ადამიანები ქვეყნის პოლიტიკურ კურსში დააეჭვა. გარე ფაქტორებმა, უმთავრესად კი ნავთობზე ფასის დაცემამ, შესაძლოა, პოლიტიკურ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს, - მიიჩნევს კასიანოვი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთში მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობა საზოგადოების მხოლოდ აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.
მომზადებულია grani.ru-ს მიხედვით.