პოლონეთის პირველი პირები ისევ Ту-154-ით იფრენენ

პოლონეთის პირველი პირები ისევ Ту-154-ით იფრენენ

პოლენეთის თავდაცვის მინისტრის ბოგდან კლიხის თქმით, ქვეყნის პირველი პირები კვლავაც Ту-154-ით იფრენენ.

კლიხი ვერ ხედავს მიზეზს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, სეიმისა და სენატის სპიკერებმა გარემონტებული "ტუპოლევის თვითმფრინავით" სარგებლობაზე უარი თქვან: "ტუპოლევის თვითმფრინავი ქვეყნის პირველ პირებს რემონტის შემდეგაც მოემსახურება", - განაცხადა კლიხმა.

სმოლენსკთან კატასტროფაში დაღუპული ავიალაინერის "ტყუპისცალს" სამარაში კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და სექტემბრის შუა რიცხვებში მას პოლონეთში დააბრუნებენ.

ამ დროისთვის რესპუბლიკის ხელისუფლება ბრაზილიური წარმოების თვითმფრინავით "ემბრაიერი -175"-ით სარგებლობს, რომელსაც ტექნიკური მახასიათებლების გამო ფრენების შესრულება მხოლოდ მოკლე დისტანციაზე შეუძლია.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა