რეგიონების პარტიისა და იულია ტიმოშენკოს ბლოკის დეპუტატებმა უმაღლესი რადას პრეზიდიუმში იჩხუბეს. როგორც საინფორმაციო სააგნტო "Украинские новости" იტყობინება, ეს სხდომაზე შესვენების დროს მოხდა.
კონკრეტულად რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენლებმა შესვენების დროს განაცხადეს, რომ ტრიბუნის დაბლოკვას აპირებდნენ.
საპასუხოდ რეგიონების პარტიის წევრები, რომლებმაც კოლეგებისთვის ხელის შეშლა გადაწყვიტეს, ვითარებაში გასარკვევად სასესიო დარბაზისკენ გაემართნენ.
ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა - პარლამენტარებმა ჩხუბის მონაწილეები გააშველეს, რის შემდეგაც სესია ნორმალურ რეჟიმში გაგრძელდა.
იულია ტიმოშენკოს ბლოკი ტრიბუნის დაბლოკვას იმ მიზნით გეგმავდა, რომ დეპუტატებს მათი კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირათ. კანონპროექტი მოსახლეობისთვის გაზის გაძვირებაზე მორატორიუმს ითვალისწინებს.
მომზადებულია un.ua-ს მიხედვით.