საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაცია ”Human Rights Watch” ფინანსისტ ჯორჯ სოროსისგან 100 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. ეს შესაწირი ყველაზე დიდია მათ შორის, რაც კი ოდესმე სოროსს გაუღია, წერს ”The New York Times”. როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, ასეთი დიდი მოცულობის გრანტი აქამდე არც ამ ორგანიზაციას მიუღია.
თავად ფინანსისტმა გამომცემლობისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ”Human Right Watch”-ისთვის გაღებული თანხა იმ გრანტების სერიაში, რომელთა გაცემასაც ის უახლოეს მომავალში აპირებს, პირველი იქნება. მისი თქმით, თავდაპირველად ის სიკვდილამდე მთელი თავისი დანაზოგის ქველმოქმედებაში დახარჯვას გეგმავდა, თუმცა ახლა ამ გეგმაზე უარი თქვა. 2010 წლის განმავლობაში, HRW-ისთვის განკუთვნილი გრანტის ჩათვლით, სოროსმა გრანტის სახით სულ 700 მლნ დოლარი გასცა.
უფლებათა დამცველი ორგანიზაციისთვის სოროსის მიერ გადარიცხული თანხა, მსოფლიოში მსგავსი მიზნებით გაცემულ გრანტებს შორის მოცულობით მეორეა. ინდიანას უნივერსიტეტის ფილანტროპიის ცენტრის მონაცემებით, ანონიმმა კურსდამთვარებულმა ტეხასში მდებარე ბეილორის უნივერსიტეტს სამედიცინო პროგრამებისთვის 200 მლნ დოლარი გადასცა.
მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით.