სტალინის შვილიშვილმა რუსეთის საარქივო სამსახურთან სასამართლო პროცესი წააგო

სტალინის შვილიშვილმა რუსეთის საარქივო სამსახურთან სასამართლო პროცესი წააგო

მოსკოვის ტვერსის სასამართლომ რუსეთის ფედერალური საარქივო სამსახურის წინააღმდეგ იოსებ სტალინის შვილიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა, იტყობინება РИА Новости.

მოსარჩელე ევგენი ჯუღაშვილი რუსეთის ფედერალური საარქივო სამსახურისგან იმ დოკუმენტების გაყალბების აღიარებას ითხოვდა, რომლებიც კატინში ტყვე პოლონელების დახვრეტასთან სტალინის კავშირს ადასტურებდნენ. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. "ამ გადაწყვეტილების მოტივაცია, ჯერჯერობით გაუგებარია, მაგრამ, როგორც ჩანს, სასამართლომ მიიჩნია, რომ "კატინის საქმის" მასალები სტალინის სახელს არ შეურაცხყოფს", - განაცხადა მოსარჩელეს ადვოკატმა ლეონიდ ჟურმა.

1940-იანი წლების დასაწყისში კატინში 14 ათასი (სხვა მონაცემებით, 22 ათასი) ტყვე პოლონელი ოფიცერი დახვრიტეს. ერთი ვერსიით, 1940 წელს ისინი სტალინის ბრძანებით დახვრიტეს. მეორე ვერსიით კი, პოლონელები გერმანელებმა დაატყვევეს და 1943 წელს სწორედ გერმანელებმა დახოცეს. 1990 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ პირველი ვერსია სცნო სინამდვილედ. თუმცა მავანი, მათ შორის ევგენი ჯუღაშვილი, ამტკიცებს, რომ ნამდვილი - მეორე ვერსიაა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა