არასრულწლოვანთა დანაშაულებების მხრივ, რუსეთი ეროპაში პირველ ადგილზეა, ნათქვამია "იარაღთან დაკავშირებული ძალადობისა და დანაშაულის პრევენციის" შესახებ მოხსენებაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ მოამზადა.
10-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ძალადობრივ საფუძველზე სიკვდილიანობის დონე რუსეთში 100 ათას ადამიანზე 15,85%-ს შეადგენს - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ 53 ქვეყნის მონაცემებს შორის, რომლებიც მოხსენებაშია მოყვანილი. მეორე ადგილზე ალბანეთია - ასი ათას მოსახლეზე 11,2%. მესამეზე კი ყაზახეთი - ასი ათას მოსახლეზე - 10,66%.
მაგალითისთვის, ძალადობრივ საფუძველზე ახალგაზრდებსა და არასრულწლოვნებს შორის სიკვდილიანობის დონე გერმანიაში 100 ათას მოსახლეზე 0,47%-ს შეადგენს, სომხეთში - 0,5%-ს ავსტრიაში კი - 0,54%-ს.
ევროპის რეგიონში არასრულწლოვნებსა და მოზარდებს შორის სიკვდილიანობისა და ინვალიდობის მიზეზი სწორედ ძალადობაა, ნათქვამია მოხსენებაში. ძალადობრივი სიკვდილის ყველაზე მეტი შემთხვევა იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე დაბალი, ან საშუალო შემოსავალია. ასეთ ქვეყნებში 10-დან 9 შემთხვევაში მოზარდთა სიკვდილის მიზეზი ძალადობაა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.