აშშ და ირანი, არაოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად, საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ ებრაული გაზეთი "ჰაარეცი" ინკოგნიტო ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მოლაპარაკებები, რომელშიც ორივე სახელმწიფოს მაღალჩინოსნები მონაწილეობენ, ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში მიმდინარეობს. კონტაქტების დამყარების ინიციატივა ამერიკელებს ეკუთვნით, მოლაპარაკებებში კი, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფი ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ ახმადინეჟადის გარემოცვის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ბოლო დროს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ირანის თემაზე საუბრისას, პრობლემის დიპლომატიური მეთოდებით გადაჭრის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ვაშინგტონი ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გადაჭრას მშვიდობიანი გზებით ცდილობს.
მომზადებულია haaretz.com-ის მიხედვით.