ბლოგერები ინტერნეტით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებენ: პატრიარქმა კირილმა ცოტა ხნის წინ ფსკოვში ყოფნისას პრემიერ-მინისტრ პუტინის მეუღლე ლუდმილა პუტინა სპასო-ელეაზაროვის მონასტრის იღუმენიად დანიშნა. ამის შესახებ პირველად pritula.livejournal.com-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა. საიტზე სპეციალური მითითებაა იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქმა ლუდმილა პუტინა იღუმენიად სწორედ დანიშნა და არა - აკურთხა.
როგორც ბლოგერმა დაწერა, მას ეს ამბავი ტელეფონით დედამ შეატყობინა. pritula.livejournal.com-ის ინფორმაციით, ლუდმილა პუტინას ფსკოვის მონასტერში წასვლის შესახებ ხმები ერთი წლის წინაც ვრცელდებოდა.
გავრცელებული ხმების განხილვა ინტერნეტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს თემა საკუთარ ბლოგში ცნობილმა მსახიობმა სტანისლავ სადალსკიმ წამოჭრა. როგორც ვებ-საიტი "Stringer"-ი იტყობინება, პუტინას მონასტერში წასვლის ამბავს ახლა მთელი ფსკოვის ოლქი განიხილავს.
გაუგებარია, რით არის განპირობებული პუტინას მხრიდან მონასტრის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი. აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის პირადი განკარგულების საფუძველზე ქვეყნის ბიუჯეტიდან მცირე ზომის მონასტრისთვის უზარმაზარი თანხა - 48 მლნ რუბლი გამოიყო. ეს თანხა მონასტრის რესტავრაციას უნდა მოხმარებოდა, აქედან 37 მლნ - მონასტრის სასტუმრო კელიის რეკონსტრუქციას, სადაც, როგორც გაირკვა, საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები ჩერდებიან.
თავად ლუდმილა პუტინას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
მომზადებულია pritula.livejournal.com-ის მიხედვით.