ელენა ბატურინას ოჯახური ბიზნესი ავსტრიაში გადააქვს

ელენა ბატურინას ოჯახური ბიზნესი ავსტრიაში გადააქვს

ფრანგულმა გაზეთმა "L'Express"-მა გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მეუღლეს ელენა ბატურინას, რომელიც კომპანია "ინტეკოს" ხელმძღვანელია, ოჯახური ბიზნესი თანდათან ავსტრიაში გადააქვს.

ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა ბატურინამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო - მან ვენაში ფონდი დააარსა, რომელიც მას ავსტრიის ბიუჯეტში გადასახადების ნებას აძლევს.

ტიროლში ბატურინამ მმართველი კომპანია დააფუძნა. შარშან კი ავსტრიის ალპების ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ადგილზე, სადაც რუს ოლიგარქებსა და პრემიერ პუტინს უყვარს დასვენება, 25 მლნ ევროდ სასტუმრო კომპლექსი შეიძინა. მერის მეუღლე ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გოლფ-კლუბის მფლობელიც გახდა.

ავსტრიელების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ბატურინა და ლუჟკოვი ყოველწლიურად ტიროლში სპორტულ ღონისძიებებსა და კულტურულ ფესტივალებს მართავენ, რაც მათ მილიონობით ევრო უჯდებათ.

მომზადებულია lexpress.fr-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა