რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს მიაჩნია, რომ რუსებმა და ჩინელებმა ერთმანეთის ენები უნდა შეისწავლონ. ამის შესახებ მედვედევმა ჩინეთში ვიზიტისას, უცხო ენების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ჩვენს ქვეყნებს ძალიან ღმა ურთიერთობები აქვთ, რაც უფრო მეტ ჩინელს ეცოდინება რუსული და რუსს - ჩინური, ჩვენი ურთიერთობები მით უფრო მრავალმხრივი გახდება”, - განაცხადა მედვედევმა.
ჩინურის შესწავლაზე მედვედევმა არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მოსკოვში, ჩინეთში გამგზავრებამდეც ისაუბრა.