ჩრდილოეთ კავკასიაში რუსებს ჩაასახლებენ

ჩრდილოეთ კავკასიაში რუსებს ჩაასახლებენ

რუსეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული სოციალური სურათით შეშფოთებულია და იქ რუსეთის სხვა რეგიონებიდან და დსთ-დან რუსულენოვანი მოსახლეობის ჩასახლებას აპირებს. ეს სტრატეგია 2025 წლამდე უნდა განხორციელდეს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთ რეგიონში რუსი მოსახლეობის წილი მკვეთრად შემცირდა - ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი ძირითადად კავკასიელი ხალხებით არის დასახლებული, რომელთა წარმომადგენლებიც საკუთარ თავს "რუს ერს" არ მიაკუთვნებენ.

ამ ტერიტორიებზე მოქალაქეთა ჩასახლებას სხვადასხვა მეთოდებით აპირებენ. საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და გადაადგილების ხარჯების ანაზღაურების გარდა, ახალმოსახლეებისთვის სხვა შეღავათებიც არის გათვალისწინებული: მათ შორის დასაქმების პრივილეგია, კვოტები ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში და სახელმწიფო სამსახურში დასაქმების მეტი შესაძლებლობა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ გეგმის განხორციელება რთული იქნება: ჩასახლებულებისთვის პრივილეგიების მინიჭება, მათი აზრით, დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

მომზდაებულია marker.ru-ს მიხედვით.

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე