საზოგადოებრივი მოძრაობა "არხნადზორი" მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სკულპტურებისგან მოსკოვის "გაწმენდის" მოთხოვნით გამოდის. მოსკოველთა მიერ წერეთლის ნამუშევრების ათვალწუნება დედაქალაქის მერის პოსტიდან იური ლუჟკოვის გათავისუფლებას შემთხვევით არ დაემთხვა - ცნობილია, რომ ექს-მერსა და ცნობილ სკულპტორს წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.
მოძრაობა "არხნადზორის" კოორდინატორის კონსტანტინე მიხაილოვის თქმით, "ნიჭიერი სკულპტორი ზურაბ წერეთელი წარმატებული და საინტერესო ნამუშევრების ავტორია, მაგრამ მათი ადგილი დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ნაწილში არ არის და ისინი მოსკოვის ისტორიულ იერსახეს აფუჭებენ".
მიხაილოვი წერეთლის სკულპტურების ადგილს ქალაქის რომელიმე მოკრძალებულ პარკსა თუ სკვერში ხედავს, როგორც ეს კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ, საბჭოთა მონუმენტების შემთხვევაში მოხდა.
გალერისტი მარატ გელმანი კი აცხადებს, რომ მოსკოვის ახალმა მერმა პირველ რიგში, დედაქალაქი წერეთლის შექმნილი პეტრე პირველის ქანდაკებისგან უნდა "გაათავისუფლოს", რომელიც 1997 წელს აღიმართა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.