ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული ძალა ლიდერობს

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული ძალა ლიდერობს

2 ოქტომბერს ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელმაც მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკისადმი ლატვიელთა დამოკიდებულება უნდა გამოააშკარაოს. გამორიცხული არ არის, ლატვიის ხელისუფლებაში არჩევნების შედეგად, პრორუსული ოპოზიციის კანდიდატები მოვიდნენ.

მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელსაც მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია ატარებს, ლატვიაში რუსულენოვანი უმცირესობის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიების რეიტინგმა იმატა. ამასთან, ევროპელი დამკვირვებლების აზრით, ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები უკვე არის და მოქმედი პრემიერის ვალდის დომბროვსკისის კაბინეტს დიდი შანსი აქვს, ხელისუფლებაში დარჩეს.

ლატვიის მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში სულ 13 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს და თუ გამოკითხვების შედეგებს დავუჯერებთ, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას მათგან თითქმის ნახევარი შეძლებს. მთავარი ბრძოლა კი დომბროვსკისის პროცენტრისტულ ბლოკ ”ერთიანობასა” და პარტია ”თანხმობის ცენტრს” შორის გაჩაღდება, რომელიც ქვეყანაში რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავს და რუსულ ”ედინაია როსიასთან” მჭიდრო კავშირი აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლებში ლატვიის ეკონომიკა თითქმის ოთხჯერ შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონე სამჯერ გაიზარდა და 20%-ს მიაღწია.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა