დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ამერიკელი მილიარდელი დონალდ ტრამპი 2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს. Fox News -ისთვის მიცემულ ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის მიღებაზე ცხოვრებაში პირველად დაფიქრდა".

"სავსებით სერიოზულად განვიხილავ ასეთ შესაძლებლობას. არ შემიძლია იმის ატანა, რაც ქვეყანაში ხდება", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ წინადადება არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების თობაზე ადრეც არაერთხელ მიუღია, თუმცა ამ საკითხით არასდროს დაინტერესებულა.

ტრამპის თქმით, საპრეზიდენტო კამპანიაში მისი მონაწილეობის საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად იყრის კენჭს. "მე რესპუბლიკელი ვარ და თუ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის სახელით", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალმა "თაიმმა" ნიუ-გემპშირში აშშ-ის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატების შესახებ საზოგადოებრივი აზრი გამოიკითხა. ტრამპმა განაცხადა, რომ გამოკითხვა არ შეუკვეთია, თუმცა გამოკვლევის შედეგები "გამაოგნებელი" იყო.

2008 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი რესპუბლიკელ ჯონ მაკკეინს უჭერდა მხარს.

მომზადებულია Fox News-ის მიხედვით.  

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა