სერგეი მირონოვი - "ედინაია რასია" მონსტრია, რომელიც პუტინს აღვირით უჭირავს

სერგეი მირონოვი - "ედინაია რასია" მონსტრია, რომელიც პუტინს აღვირით უჭირავს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, "სპრავედლივაია რასიას" ლიდერის, სერგეი მირონოვის განცხადებით, "ედინაია რასია" მონსტრია, რომელიც პუტინს აღვირით უჭირავს.

როგორც რუსული პრესა იუწყება, რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას მირონოვმა "ედინაია რასიას" ბიუროკრატების პროფკავშირები უწოდა. იგი სახელისუფლო პარტიის მონოპოლიის დასასრულს პროგნოზირებს.

მისივე აზრით, "სპრავედლივაია რასიას" პუტინი იმ ჩაქუჩად გამოიყენებს, რომლითაც ბიუროკრატთა კასტას დაამსხვრევს.

მირონოვის განმარტებით, ნონსენსი იმაში მდგომარეობს, რომ "ედინაია რასიას" ლიდერი ვლადიმერ პუტინი ამ პარტიის წევრია არ არის, რაც ნიშნავს, რომ პუტინი პარტიას იმ ინსტრუმეტად განიხილავს, რომლითაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ახორციელებს.

"არის ასეთი გამოთქმა - არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, სათავეში ჩაუდექი. "ედინაია რასიაში" პუტინის ლიდერობა ამ სერიიდან არის", - აღნიშნავს სერგეი მირონოვი, რომლის თქმითაც, მხოლოდ კოშმარულ სიზმარში შეიძლება წარმოდგენა, რა იქნებოდა, პუტინს "ედინაია რასია", როგორც მონსტრი, ლაყუჩებით რომ არ ეჭიროს.

"პუტინს ეს მონსტრი არ შეუქმნია, უბრალოდ პარტია, რომელშიც მდიდრები და ჩინოვნიკები წევრიანდებიან, მონოპოლისტი და მონსტრია, რომელსაც არანაირი ცვლილებები არ სურს. მათ თავის იდეოლოგიად კონსერვატიზმი იმიტომაც აირჩიეს, რომ ხელისუფლებაში საკუთარი თავი და ვითარება შეინარჩუნონ, რომლის დროსაც არაფერი არ იცვლება", - აღნიშნავს სერგეი მირონოვი.

"სპრავედლივაია რასიას" ლიდერი აცხადებს, რომ პუტინი არა მარტო თავის პარტიას, არამედ მირონოვის პარტიასაც უჭერს მხარს. როდესაც იგი "ედინაია რასიას" წევრებს ხვდება, მათ ღიად ეუბნება - "თუ ჩვენ რეალური კონკურენცია არ გვექნა, თქვენ გასუქდებით . . . და მათ რეალური კონკურენციისკენ მოუწოდებს".

მირონოვის თქმით, პუტინი რომ არა, "ედინაროსები" ყველა პარტიას აკრძალავდნენ. მირონოვი აღიარებს, რომ რუსეთი ჯერ მრავალპარტიულობამდე შორს არის, მაგრამ "სიტუაცია უკეთესებისკენ იცვლება. . . და ჩვენ რეალური მრავალპარტიულობისკენ მივდივართ".

მირონოვის აზრით, პუტინი დამნაშავე არ არის, რომ მას, როგორც "სპრავედლივაია რასიას" ლიდერს, ტელევიზიებში არ უშვებენ. მისივე თქმით, ამაში დამნაშავე "ედანოროსები" არიან, ხოლო პუტინი და მედვედევი ამ ვითარებაში ჩარევაზე უარს ამბობენ.

მირონოვის განმარტებით, პუტინთან მეგობრობს, მაგრამ პრემიერ-მინისტრს ყველაფერში მხარს არ უჭერს.

"როგორც მეგობარი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, სიმართლე მაშინაც ვუთხრა, როცა მის წინადადებებს არ ვეთანხმები", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პუტინის სპრეზიდენტო გეგმებზე არაფერი იცის, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მირონოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა "წმინდა ტექნოლოგიურ" ხასიათს ატარებდა.

"თუ ჩემს კანდიდატურას არ წამოვაყენებიდ, არჩევნები არ ჩატარდებოდა. მაშინ რიბკინის საიდუმლო გაუჩინარება იმ გეგმის ნაწილი იყო, რომ არჩევნები არ შემდგარიყო, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, რაც ქვეყნისათვის ძალიან ცუდი იქნებოდა", - აცხადებს მირონოვი.

პოლიტიკურ კონიუქტურის ცენტრის დირექტორის, ალექსეი ჩესნაკოვის განცხადებით, სერგეი მირონოვის განცხადებები წინასაარჩევნო ისტერიკაა; მისი გამონათქვამები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას "ედინაროსების" პანიკურად ეშინია და ყველა მისი მცდელობა პუტინს მიეკედლოს, სასაცილოდ გამოიყურება.

მისივე აზრით, პუტინი დიდი სიამოვნებით ჩაუდგა სათავეში "ედინაროსებს" ვიდრე მირონოვი - "სპრავედლივაია რასიას".

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა