ალ-ქაიდა მუსულმანებს ამერიკასა და ევროპაში 11 სექტემბრის გამეორებისკენ მოუწოდებს

ალ-ქაიდა მუსულმანებს ამერიკასა და ევროპაში 11 სექტემბრის გამეორებისკენ მოუწოდებს

ალ-ქაიდას ამერიკელმა წევრმა ადამ გადანმა ამერიკასა და ევროპაში მცხოვრებ მუსლიმებს, საკუთარ ქვეყნებში ტერორისტული აქტების ჩატარებისკენ მოუწოდა. რადიკალური ისლამის მომხრეთა საიტებზე გავრცელებულ 48 წუთიან ვიდეომიმართვაში, გადანმა აღნიშნა, რომ ტერაქტების მოწყობა მათი რელიგიური მოვალეობაა.

ვიდეომიმართვაში, 31 წლის კალიფორნიელი გადანი, არაბულ ენაზე ლაპარაკობს. ვიდეოს ქვევით ინგლისური ტექსტი ეწერება. მისი თქმით, 11 სექტემბრის მასშტაბის ტერაქტები კიდევ  უნდა მოეწყოს. ამის შესახებ SITE Intelligence Group - იუწყება. SITE Intelligence Group-ის ფუნქციებში ტერორისტულ დაჯგუფებებზე დაკვირვება შედის.

გამოძიების ფედერალურ ბიუროში გადანის ვიდეომიმართვის შესახებ უკვე იციან."ჩვენ საქმის კურსში ვართ, ამჟამად ვიდეოს ნამდვილობას ვადგენთ", - განაცხადა ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა სანდრა ბერჩტოლდმა.

ფედერალურ ბიუროს გადენზე 2004 წლიდან აქვს ძებნა გამოცხადებული.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა