ბორის ბერეზოვსკი იური ლუჟკოვს დახმარებას ჰპირდება

ბორის ბერეზოვსკი იური ლუჟკოვს დახმარებას ჰპირდება

ლონდონში მცხოვრები რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი მზადაა მოსკოვის ყოფილ მერს იური ლუჟკოვს დაეხმაროს, მაგრამ მასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

"თუ ლუჟკოვი თავს ცუდად იგრძნობს და მას და მის მეუღლეს არ ექნებათ ფული, ადვოკატი დაიქირავონ ინგლისში თავშესაფრის მისაღებად, მე აუცილებლად დავეხმარები", - ამის შესახებ ბერეზოვსკიმ სააგენტო "ინტერფაქსთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ცნობილია, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან ქვეყანაში შესვლისთვის ვიზის მიღებას ელოდება. მისი მეუღლე ელენა ბატურინა კი, უკვე ინგლისშია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა