ვიდრე პუტინი რუსული გაზის უკრაინაში ექსპორტის ფასზე ვიქტორ იანუკოვიჩთან თათბირობდა, ქალთა უფლებების დამცველმა უკრაინულმა ჯგუფმა FEMEN-მა პუტინის უკრაინაში ვიზიტი ორიგინალური ფორმით გააპროტესტა.
"ჩვენ არ გვსურს კრემლის ჯუჯასთან დაწოლა", "თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენს დამორჩილებას", - ასეთი შინაარსის პლაკატებით გამოვიდნენ წელსზემოთ შიშველი დემონსტრანტები.
"ჩვენ რუსეთის უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევას ვაპროტესტებთ. მათი ყოველი ვიზიტის შემდეგ უკრაინაში სურათი იცვლება: მედიაზე და გამოხატვის თავისუფლებაზე შეზღუდვები წესდება", - განაცხადა ორგანიზაცია FEMEN-ის ლიდერმა ანა გასტოლმა.
Video
უკრაინაში პუტინის ვიზიტი წელსზემოთ შიშველმა ქალებმა გააპროტესტეს
მომზადებულია allvoices.com-ის მიხედვით