ამერიკის "რესპუბლიკურმა პარტიამ" 2 ნოემბრის არჩევნების შედეგად, 37-დან 25 შტატში გაიმარჯვა. ამის შესახებ ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" იუწყება. ამ დროისთვის ბიულეტენების 70 პროცენტზე მეტი უკვე დათვლილია.
"რესპუბლიკელებმა" "დემოკრატებს" 10 შტატში გუბერნატორობა ჩამოართვეს. კერძოდ, "რესპუბლიკელი" გუბერნატორები ეყოლებათ პენსილვანიაში, ოჰაიოში, აიოვაში, ტენესში, კანზასში, ოკლაჰომაში, ნიო-იორკსა და ვაიომინგში.
აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის გუბერნატორს არნოლდ შვარცენეგერს ამ პოსტზე ჯერი ბრაუნი შეცვლის.
აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, კონგრესის ქვედა პალატაზე კონტროლი "რესპუბლიკელებმა" მოიპოვეს.