XXI საუკუნეში აშშ-ის მთავარ პარტნიორად ობამამ ინდოეთი დაასახელა

XXI საუკუნეში აშშ-ის მთავარ პარტნიორად ობამამ ინდოეთი დაასახელა

ინდოეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ХХI საუკუნეში გადამწყვეტ ფაზაში შევა, ეს განცხადება ბარაქ ობამამ ინდოეთში სამდღიანი ვიზიტის დროს გააკეთა, იტყობინება BBC. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ინდოეთთან ურთიერთობის განვითარებით ვაშინგტონი ჩინეთის წინააღმდეგ ძლიერი მოკავშირის მოპოვებას ცდილობს.

ათდღიანი აზიური ტურნეს დაწყებამდე ობამა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ინდოეთის მნიშვნელობის შესახებ ხშირად საუბრობდა.

ობამამ ინდური საინფორმაციო სააგენტო PTI-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დელისთან "სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის განვითარება" თეთრი სახლის აზიური პოლიტიკის ქვაკუთხედია.

ბარაქ ობამა დელიში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოხან სინგხს შეხვდა და დაპირდა, რომ ინდოეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი გახდება.

აშშ ინდოეთთან კოსმოსურ, სამოქალაქო, ბირთვულ და თავდაცვის სფეროებში გააღრმავებს თანამშრომლობას.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა