მსოფლიოს 11 უმსხვილესი ავიაკომპანია, რომლებიც ტვირთების გადაზიდვების ტარიფებთან დაკავშირებით კარტელურ შეთქმულებაში დაადანაშაულეს, ევროკომისიამ 800 მლნ ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ ”ასოშიეითიდ პრესი” იტყობინება.
დაჯარიმებულთა შორისაა - Air France-KLM, British Airways-ი, Air Canada, Cathay Pacific, Cargolux, Japan Airlines, LAN Chile, SAS, Singapore Airlines, Qantas და Martinair.
ყველაზე მსხვილ ჯარიმას - 310 მლნ ევროს Air France-KLM-ი გადაიხდის. ფრანგულ-ჰოლანდიური ავიაკომპანია Air France-KLM-ი 25,5 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმას Martinair-ის ნაცვლადაც გადაიხდის, როგორც მისი მემკვიდრე. British Airways-ი 104 მლნ ევროთი დაჯარიმდა, დანარჩენები - 8 დან 80 მლნ ევრომდე.
როგორც გაირკვა, 1999-2006 წლებში კარტელის მონაწილეებმა გადაზიდვის ღირებულება ერთმანეთთან შეათანხმეს და ფასდაკლებაზე უარი განაცხადეს.
მომზადებულია inlove.ru-ს მიხედვით.