რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის შეაიარაღებულ ძალებში საკადრო ცვლილებები განახორციელა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შეიარაღებეული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ბურუტინი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები.
ინფორმაციის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლდა ასევე, ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯავშანსატანკო შეიარაღების უფროსი ნიკოლაი ოსტრინი და 58-ე არმიის სარდლის მოადგილე იური რუკოვიჩნიკოვი.