"ალფა-ბანკი": რუსეთში საინვესტიციო კლიმატი უარესდება

"ალფა-ბანკი": რუსეთში საინვესტიციო კლიმატი უარესდება

რუსეთში საინვესტიციო კლიმატი უარესდება და ეკონომიკური კუთხით, ქვეყანა "საბჭოთა პერიოდს უბრუნდება". ამის შესახებ "ალფა-ბანკის" პრეზიდენტმა პეტრ ავენმა გაზეთ The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ავენის თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები კონკურენციას ზღუდავენ.

ავენის აზრით, რუსეთის ამჟამინდელი ბიუჯეტი უფრო მეტად საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდს მოგვაგონებს. როგორც ფინანსისტი აღნიშნავს, როცა ხელისუფლებაში გორბაჩოვი მოვიდა, რუსეთი მაშინაც გიგანტურ რეზერვს ფლობდა, მცირე ვალსა და ნავთობზე მაღალ ფასს ინარჩუნებდა, "თუმცა, 3-4 წლის შემდეგ ფული აღარ დარჩა და გაჩნდა უდიდესი საგარეო ვალი", - აღნიშნავს ავენი.

"ალფა-ბანკის" პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა კონკურენციის განვითარებაზე უნდა იზრუნოს, რათა კერძო ინტერესების სტიმულირება შეძლოს.

ნოემბრის მონაცემებით, 2010 წლის 10 თვის მანძილზე ქვეყნიდან 21 მლრდ დოლარის კაპიტალი გავიდა.  ამასთან, ჩინოვნიკების პროგნოზით, წლის შემაჯამებელ მონაცემებში კაპიტალის გადინება 10 მლრდ დოლარს არ გადააჭარბებდა.

ბოლო ორი წელია, კრიზისის გამო, ინვესტორებს აქტიურად გააქვთ კაპიტალი რუსული ეკონომიკიდან. 2008 წელს კაპიტალის გადინებამ 130 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო 2009 წელს - 56.9 მლრდ დოლარი.

მომზადებულია The Financial Times-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ