ავღანეთში ამერიკისა და ნატო-ს ჯარების სარდალი, გენერალი დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ 2014 წლისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ "თალიბანის" დამარცხება ნაკლებად სავარაუდოა.
The Huffington Post-ის ცნობით, გენერლის განცხადება ადასტურებს, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაციას არ გააჩნია კონკრეტული გეგმა და ქვეყნიდან საკუთარი ჯარების გაყვანის ვადაზეც მერყეობს.
გენერალმა აღნიშნა, რომ ოთხი წლის შემდეგაც შესაძლოა, ავღანეთი არ იყოს მზად, რომ ქვეყნის უსაფრთხოება საკუთარი ძალებით უზრუნველყოს.
პეტრეუსის ვარაუდით, "თალიბები აშკარად" არ აპირებენ დანებებას, ვიდრე ნატო-ს ჯარები მთლიანად არ გავლენ ავღანეთიდან.