ეგვიპტეში მიაჩნიათ, რომ მკვლელი ზვიგენების გამოჩენაში ისრაელის დაზვერვის ხელი ურევია

ეგვიპტეში მიაჩნიათ, რომ მკვლელი ზვიგენების გამოჩენაში ისრაელის დაზვერვის ხელი ურევია

რამდენიმე ცნობილი სპეციალისტი მთელი მსოფლიოდან ეგვიპტეში მიემგზავრება, რათა ზვიგენების ტურისტებზე თავდასხმის ფაქტები შეისწავლონ. სამხრეთ სინაის გუბერნატორს მუჰამედ აბდელ ფადილ შუშას მიაჩნია, რომ მკვლელი ზვიგენების გამოჩენაში ისრაელის დაზვერვის ხელი ურევია. ისინი შარმ-ელ-შეიხის წყლებისკენ ზვიგენებს ერეკებიან, რათა ეგვიპტეს ტურისტები წაართვან. 

პოპულარულ კურორტ შარმ-ელ-შეიხზე პლაჟები მას შემდეგ დაიხურა, რაც კურორტზე 4 ტურისტს ზვიგენი დაესხა თავს.

ეგვიპტის ხელისუფლება მზადაა, ტურისტები უსაფრთხო პლაჟებზე უფასოდ გადაიყვანოს. ამის შესახებ სამხრეთ სინაის სახელმწიფო მდივანმა აჰმედ ალ-იდკავიმ განაცხადა.

ჩინოვნიკის თქმით, პროვინციის ადმინისტრაცია ტურისტებს ნებას დართავს, უფასოდ ისარგებლონ "რას-მუჰამედის" ნაციონალური ნაკრძალის პლაჟებით.

ამასთან, ეგვიპტის ხელისუფლება უარყოფს, რომ ტურისტები ეგვიპტეში გამგზავრებას შარმ-ელ-შეიხში მომხდარი ინციდენტის გამო გაურბიან. "ევროპიდან მომდევნო რეისი 90%-ით არის შევსებული. ხოლო ზოგიერთი რეისი მთლიანად შევსებულია", - განაცხადა ეგვიპტის ერთ-ერთი ავიაკომპანიის დირექტორმა. 

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა