ბერლინში რუსი დისიდენტი და სუკ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვიქტორ კალაშნიკოვი და მისი მეუღლე მარია კალაშნიკოვა მოწამლეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "ფოკუსი" იუწყება.
ვიქტორ კალაშნიკოვის სისხლში 53,7 მიკროგრამი მომწამლავი ნივთიერება Quecksilber (ვერცხლის წყალი), მისი მეუღლის სისხლში კი 56 მიკროგრამი აღმოაჩინეს. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს.
კალაშნიკოვი ბერლინში ექსპერტად მუშაობდა. ის ჩეჩნეთის ომის გამო, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის კრიტიკით გამოირჩეოდა. ასევე, სუკ-ის ყოფილი ოფიცერი პუტინს ისლამისტურ ორგანიზაციებთან კავშირში ადანაშაულებდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.