"ნოვაია გაზეტაში" გამოქვეყნებულ სტატიაში მიხეილ გორბაჩოვი ბოლო ათწლეულის მანძილზე რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და დიმიტრი მედვედევს პოლიტიკური ლიბერალიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ დაპირებას ახსენებს.
გორბაჩოვის თქმით, რუსეთში "დემოკრატიული პროცესის" დინამიკა დაიკარგა და საზოგადოება კორუფციის ჭაობში ჩაეფლო. ანტიდემოკრატიული ტენდენციები - მათ შორის, მხოლოდ პარტიული სიებით არჩევნების ჩატარება, არა მხოლოდ დემოკრატიულ პროცესებს, არამედ თავად ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. "პრეზიდენტი რუსეთის ახალი დღის წერიგის ფორმირების პროცესში ლიდერი უნდა გახდეს, - აცხადებს მიხეილ გორბაჩოვი, - საჭიროა, დემოკრატიული, კონკურენტული გარემო, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა და რეალური საზოგადოებრივი კონტროლი".
მომზადებულია inopressa.ru-ს მიხედვით.