მოსკოვში კავკასიელებზე თავდასხმები გრძელდება

მოსკოვში კავკასიელებზე თავდასხმები გრძელდება

მოსკოვში კავკასიელებსა და ცენტრალური აზიელებზე თავდასხმები გრძელდება. ინფორმაციას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის დედაქალაქში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.

ქუჩებსა და მეტროსადგურებში კავკასიელებსა და შუა აზიის წარმომადგენლებზე თავდასხმები გრძელდება.

სუდოსტროიტელნის ქუჩაზე ყირგიზეთის 38 წლის მოქალაქის ალიშერ შარმიევის ცხედარი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, მეგობრებთან შეხვედრაზე მიმავალ მეეზოვეს 15-კაციანი ჯგუფი დაესხა თავს, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სასიკვდილო დარტყმა დანით მიაყენა. გრაჟდანსკოის ქუჩაზე აზეირბაიჯანის 28 წლის მოქალაქე პისტოლეტიდან გასროლით მოკლეს. მეტროსადგურებში რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, რომლის დროსაც არასლავური გარეგნობის ადამიანები ვაგონებიდან გამოათრიეს და მათ საჯაროდ სცემეს. ფეხბურთის გულშემატკივართა ენაზე ამას "თეთრი ვაგონი" ჰქვია", - წერს "კომერსანტი".

გამოცემის ცნობით, მოსკოვში ეროვნული უმცირესობების დიასპორები შექმნილ ვითარებას ძალიან სერიოზულად აფასებენ.

"ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, ეუბნებიან, რომ მოერიდონ ხალხის მასას და არ გამოვიდნენ სახლებიდან. პარალელურად, ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 15 დეკემბერს სავაჭრო ცენტრთან "ევროპეისკი" 8-10 ათასი კავკასიელი შეიკრიბება საპასუხო საპროტესტო აქციის მოსაწყობად.

13 დეკემბერს რუსეთის სათათბიროს საზოგადოებრივი პალატაში საგანგებო თათბირი ჩატარდა. შეხვედრას დიასპორების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთაც მომხდარ ინციდენტებში ხელისუფლება დაადანაშაულეს. დიასპორების წარმომადგენელთა თქმით, კონფლიქტი შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციას ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით პოლიტიკა არ აქვს", - წერს გამოცემა.

"კომერსანტის" ინფორმაციით, მანეჟის მოედანზე მომხდარ ინციდენტს twitter-ზე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი.

"ქვეყანასა და მოსკოვში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ყველას გავუსწორდებით, ვინც ცუდად მოიქცა, ყველას, ეჭვი არ შეგეპაროთ", - წერს რუსეთის პირველი პირი.

დამნაშავეთა დასჯა გუშინდელ შეხვედრაზე მედვედევმა ქვეყნის გენპროკურორს იური ჩაიკას და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინსაც მოსთხოვა.

"კომერსანტის" წყაროს ცნობით, მილიციამ მსგავსი შეკრებების დასაშლელად შესაძლოა, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენოს.

Video

მოსკოვში არეულობები გრძელდება

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა