პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ტუ-154-ის კატასტროფას გადაურჩა და როდესაც რუსეთის ФСБ-ს ”სიკვდილის ბრიგადა” კატასტროფის ადგილზე მივიდა, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იუწყება პორტალი kavkaz.ge
პოლონურმა პორტალმა Смоленск-2010 ტუ-154-ის კატასტროფის ადგილზე გადაღებულ სამოყვარულო ვიდეორგოლში დაფიქსირებული ხმების სტენოგრამა გამოაქვეყნა. სტენოგრამა მოწმობს, რომ 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენილი პოლონელები ФСБ-ს თანამშრომლებმა ჩახოცეს. ვიდეო სამოყვარულო კამერით ანდრეი მენდერეიმ გადაიღო. სტატიას ინტერნეტ-საიტ kavkaz.ge აქვეყნებს, რომელიც თავის მხრივ პორტალ Смоленск-2010-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეყრდნობა. სტენოგრამა პოლონურიდან ინგლისურ ენაზე არის ნათარგმნი.
როგორც სტენოგრამიდან ირკვევა, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი თვითმფრინავის კატასტროფას გადაურჩა და ის რუსეთის ФСБ-ს ”სიკვდილის ბრიგადამ” ჩაცხრილა.
მენდერეის ჩანაწერები ემიგრანტმა პოლონელმა სპეციალისტებმა გაშიფრეს, რომლებიც ავსტრალიაში ცხოვრობენ. გთავაზობთ სტენოგრამის ფრაგმენტს:
5,3-ე წამი - ”Tak, idą dwóch” - ორნი მოდიან (ისმის პოლონელის ხმა).
5,8-ე წამი - ”Teraz idzie tu” - ის ახლა აქ მოვა (ისევ იგივე ადამიანი ამბობს).
9,4-ე წამი ”Trzech,… idą” - იქ სამნი არიან (იგივე ადამიანი).
20,5 -ე წამი ”Uspokój się! Rusy będą zaraz!” - დამშვიდდი! რუსები მალე აქ იქნებიან! (ამბობს მეორე პოლონელი).
24,7-ე წამი ”Все живые” - ყველანი ცოცოხლები არიან - (ამბობს რუსი და ამ სიტყვების ფონზე რამდენიმე პოლონელის ხმა ისმის, ისინი თითქმის ერთდროულად საუბრობენ).
26,4-ე წამი - ”Плохо” - ისევ რუსი ამბობს.
27,9-ე წამი - ”Ta pani z tyłu żyje?”- ეს ქალი ცოცხალია? (კითხულობს პოლონელი).
29,3-ე წამი - ”Żyje, żyje” - ცოცხალია, ცოცხალია (პასუხობს სხვა პოლონელი)
30,5-ე წამი ”Всех убить!” - ყველანი დახოცეთ! - ისმის ყრუდ რაციიდან, რომლის ხმასაც პოლონელების ხმაური ახშობს.
31,4-ე წამი ”Убить!” - დახოცეთ! - ისმის ბრძანებლული ხმა.
42,9-ე წამი ”Их главный убегает, Коля ” - მათი მთავარი გარბის, კოლია (ამბობს რუსი).
46,5-ე წამი ”Окружай его, окружай” - ალყაში მოაქციეთ (ყვირიან რუსები).
49,5-ე წამი ”И убей его здесь” - აქვე მოკალით - ამბობს რუსი ბრძანებლური ტონით.
51,8-ე წამი ”Вот, дай мне водки! Тут Россия!” - არაყი მომეცი! აქ რუსეთია! (ამბობს რუსი).
57,3 -ე წამი - ისმის გასროლის ხმა და რამდენიმე ადამიანი იცინის. შემდეგ კიდევ რამდენიმე გასროლის ხმა.
76,7-ე წამი - ”Czemu nas zabijasz?”or ”Czemu go zabiłeś?” - რატომ გვხოცავთ, თუ რატომ მოკალით? (ჩანაწერში პოლონელის გაურკვეველი ხმა ისმის).
78,8-ე წამი ”A ты - уходи!” - წადი (ამბობს რუსი).
80,5-ე წამი ”Ухожу” - მივდივარ (პასუხობს მეორე რუსი).
შემდეგ მოახლოებული სახანძრო ავტომობილების ხმა ისმის.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კატასტროფას რამდენიმე ადამიანი გადაურჩა და ისინი მოგვიანებით რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩახოცეს, საინფორმაციო საშუალებებით ადრეც ვრცელდებოდა. თუმცა იყო თუ არა, გადარჩენილებს შორის ლეხ კაჩინსკი, დღემდე უცნობია.
როგორც ცნობილია, ვიდეოს ავტორი ანდრეი მენდერეი კიევთან ახლოს 2010 წლის 15 აპრილს მოკლეს.
Video
ლეხ კაჩინსკი ”სიკვდილის ბრიგადამ” ჩაცხრილა
მომზადებულია kavkaz.ge-ს მიხედვით.