სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ რუსეთს ბირთვული პოტენციალის გაძლიერება შეუძლია. როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ მარგელოვმა განაცხადა.
"თუ შეთანხმების ტექსტს ყურადღებით წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ ამერიკელებს რეალურად მოუწევთ ქობინების შემცირება. ჩვენ კი, თუ შეთანხმებით ჩვენთვის განსაზღვრული დონის მიღწევას ვისურვებთ, ქობინების რაოდენობის გაზრდა მოგვიწევს", - განაცხადა მარგელოვმა.
მისივე თქმით, ბირთვული არსენალის შემცირება მხოლოდ "ბირთვული კლუბის" ყველა ქვეყანასთან ერთად არის შესაძლებელი.
აშშ-ის სენატმა რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეთანხმების რატიფიცირება ორი დღის წინ მოახდინა.