რუსეთმა და ესპანეთმა ერთმანეთის დიპლომატები გაიწვიეს

რუსეთმა და ესპანეთმა ერთმანეთის დიპლომატები გაიწვიეს

რუსეთმა ქვეყნიდან ორი ესპანელი დიპლომატი გაიწვია. სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, გამოცემა "პაისი" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანური მხარის საპასუხოდ მიიღო, რომელმაც 7 კვირის წინ ესპანეთიდან რუსი დიპლომატები გაიწვია.

"პაისის" მონაცემებით, მადრიდმა ორი რუსი დიპლომატის გაწვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კონტრდაზვერვის სამსახურმა მიიღო მონაცემები იმის თაობაზე, რომ რუსი დიპლომატები ეწეოდნენ "მათი სტატუსის შეფერებელ მოღვაწეობას". გამოცემის განმარტებით, ესპანეთში ასეთი ფორმულირება, როგორც წესი, დიპლომატების მიერ ჯაშუშობას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა