გერმანიის ერთ-ერთი სოფელი ნეონაცისტებმა დაიკავეს

გერმანიის ერთ-ერთი სოფელი ნეონაცისტებმა დაიკავეს

აღმოსავლეთ გერმანიის პატარა სოფელი იამელი, ნეონაციზმის ცენტრად იქცა, იტყობინება ”დერ შპიგელი”. სოფელი საპორტო ქალაქის ვისმარის ახლოს მდებარეობს. იამელის შესასვლელთან დგას თვითნაკეთი ბანერი (Braunau am Inn ; ბრაუნაუ - 855კმ), რომელიც ისრით ჰიტლერის დაბადების ადგილისკენ მიანიშნებს. გზაჯვარედინზე დევს ქვა წარწერით:  სოფელ იამელის თემი: თავისუფალი, სოციალური და ნაციონალური”.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ადგილობრივი მცხოვრებლები შეხვედრისას ნაცისტური მისალმების შესაბამისად ხელს მაღლა სწევენ, სახლებზე ნაცისტური ბორჯღალი აქვთ გამოსახული, ხოლო ტყეში სასროლი მოედანია მოწყობილი.

ტელეარხი ”Fox News” აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა ქალაქში წესრიგის დამყარებაზე. სოფლის მმართველობის თქმით, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება მოვლენებში არ ერევა, რადგან ნაცისტები მათ მითითებას არ ითვალისწინებენ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დეკემბერში ქვეყანას ნაციზმის იდეოლოგიასთან ბრძოლისკენ მოუწოდა.

2010 წელს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპაში ნაციზმის დაბრუნების საშიშროებაზე განაცხადა.

მომზადებულია Der Spiegel-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა