რუსეთის დეგრადაციის სტატისტიკა

რუსეთის დეგრადაციის სტატისტიკა

რუსულ მედიაში ლუკაშენკოს წინააღმდეგ გაჩაღებული საინფორმაციო ომის პასუხად, ბელორუსის საინფორმაციო საშუალებებმა რუსეთის დეგრადაციის სტატისტიკა გამოაქვეყნეს. 

ინფორმაციას ადასტურებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი  სერგეი ვალიანსკიც. მაშ ასე, რამდენად ახლოა რუსეთი კატასტროფასთან? 

სტატიაში, რომელსაც kavkazcenter-ი ავრცელებს, ნათქვამია, რომ რუსეთში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს კვალიფიციური მუშახელის, ინტელექტუალური პოტენციალისა და განათლების სისტემის დეგრადაცია.

რუსეთის ფედერაციაში 4 მლნ მაწანწალა, 3 მლნ ღატაკი და ამავე რაოდენობის მეძავია. რუსეთის 6 მლნ მოქალაქე ფსიქიური აშლილობით იტანჯება, რუსეთს 5 მლნ ნარკომანი და 6 მლნ-ზე მეტი შიდსით დაავადებული ყავს.

ყოველდღიურად კეთდება 10 ათასი აბორტი. ამასთან 7 მლნ წყვილი უშვილოა. რუსეთში წელიწადში 80 ათასი მკვლელობა ხდება. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი იღუპება. ყოველწლიურად დაახლოებით 100 ათასი რუსი ნარკოტიკის ზედმეტი დოზით იღუპება.

პატიმრების რაოდენობა ქვეყანაში 1 მლნ-ს აჭარბებს. ეს ციფრი საბჭოთა კავშირში სტალინის რეპრესიების პერიოდში არსებულ პატიმართა რაოდენობაზე მეტია. სხვადასხვა მონაცემებით, ერთი ადამიანი წელიწადში 14-დან 18 ლიტრამდე ალკოჰოლს მოიხმარს.

რუსეთში 31 მლნ ბავშვი ცოცხლობს 18 წლამდე. ჯანმრთელი ადამიანების რაოდენობა მხოლოდ 30%-ია. 3.5 მლნ ინვალიდი და 750 ათასი ღატაკი ბავშვია (სამამულო ომის დამთავრების შემდეგ რუსეთში ღატაკი ბავშვების რაოდენობა 678 ათასი იყო). 2 მლნ ბავშვი გაუნათლებელია, დაახლოებით 5 მლნ - უპატრონო.

რუსეთში 1.5 მლნ ჩინოვნიკია - ეს სამჯერ მეტია საბჭოთა კავშირის დროინდელ მაჩვენებელზე.

ქრთამისა და თანამდებობის პირთა მოსყიდვისთვის ყოველწლიურად 33.5 მლრდ დოლარი იხარჯება.

რუსეთში ბიზნესის წარმოებისთვის პირობები სავალალოა. ბიზნესი ადმინისტრაციული თანამდებობის პირთა საკუთრება გახდა, ხოლო კორუფცია ყველანაირი სამეურნეო ურთიერთობის საფუძველია. მსოფლიო ბანკმა 2006 წელს რუსეთს კორუფციის მაჩვენებლით 175 ქვეყნისაგან შემდგარ ნუსხაში 96-ე ადგილი მიანიჭა. 

ათქულიანი შეფასებით, სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის კუთხით, რუსეთს 3.8 ქულა მიენიჭა, ხოლო კანონიერების კუთხით, ყველაზე დაბალი - 1.9 ქულა.

გრძელდება სავალალო ურბანიზაცია. 20 წლის მანძილზე რუსეთში 23 ათასი დასახლებული პუნქტი გაქრა.

წელიწადში მოსახლეობის 900 ათასი ადამიანით შემცირების ფონზე, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობა იზრდება, რაც მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემას ანადგურებს და სატრანსპორტო კოლაფსს იწვევს. 

ინფრასტრუქტურა გადატვირთვას ვერ უძლებს. უახლოეს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოსკოვის მიმდებარე რაიონების ათი ათასობით მოსახლე ახალ წელს ელექტროენერგიის გარეშე შეხვედროდეს. ავარიის მიზეზები კი მთელი კვირის მანძილზე ვერ დადგინდა და ვერც აღმოიფხვრა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსეთს ანარქია, დაშლა, ქუჩის გარჩევები და მასშტაბური კრიზისი ელოდება. 

დამოუკიდებელი რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სისტემა მალე დაიმსხვრევა. მაღალია ალბათობა, რომ ეს მომავალ წელს მოხდება, გამორიცხული არ არის - ზამთრის დასრულებამდე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სისტემამ ხუთი წელი გაძლოს.

რამდენ ხანს გასტანს კრიზისი, განსაზღვრა შეუძლებელია. სათათრეთი, ბაშკირეთი, რომ არაფერი ვთქვათ ჩრდილოეთ კავკასიაზე, მასშტაბური კრიზისის პირველივე დღეებში დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, სხვა რეგიონები, სადაც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ადგილობრივი ელიტაა, მათ მაგალითს მალევე მიბაძავენ, - ნათქვამია სტატიაში.

მომზადებულია kavkazcenter.com -ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა