ობამამ კუბის წინააღმდეგ ”ტურისტული” სანქციები შეამსუბუქა

ობამამ კუბის წინააღმდეგ ”ტურისტული” სანქციები შეამსუბუქა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარქ ობამამ ბუშის ადმინისტრაციის მიერ კუბის წინააღმდეგ დადგენილი სანქციების შემსუბუქების განკარგულება გასცა. სანქციების თანახმად, ამერიკელებს კუბაში ჩასვლა ეკრძალებოდათ.

"ეს ნაბიჯები ამერიკელებსა და კუბელებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, კუბაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და კუბასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ინფორმაციის თავისუფალ ცირკულაციას ხელს შეუწყობს", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

2010 წლის აპრილში აშშ-ში მცხოვრები კუბელებისთვის და მათთვის, ვისაც ნათესავები აშშ-ში ჰყავდათ, მგზავრობასა და ფულის გადარიცხვაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა