ბარაქ ობამამ ტუნისში გადატრიალება გაამართლა

ბარაქ ობამამ ტუნისში გადატრიალება გაამართლა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ოფიციალურ მიმართვაში ტუნისელი ხალხის მოქმედება, რომელთაც ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოაგდეს და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს, დადებითად შეაფასა.

ობამამ ტუნისელების გაბედული გადაწყვეტილება და ხალხის მიზანდასახულობა შეაქო და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

ტუნისში 2010 წლის დეკემბერში დაწყებული აქციები 2011 წლის 14 იანვარს გადატრიალებით დასრულდა. ქვეყნის პრეზიდენტი საუდის არაბეთში გაიქცა. პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი ასრულებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა