ქაიროს სიძველეების მუზეუმს ჯარი იცავს

ქაიროს სიძველეების მუზეუმს ჯარი იცავს

ეგვიპტის ჯარი ეგვიპტის სიძველეების მუზეუმს, სადაც ფარაონების სიმდიდრე ინახება, გაძლიერებულად იცავს.

შენობას ცეცხლის გაჩენის საფრთხე ემუქრებოდა. ცეცხლი მუზეუმის ახლოს მდებარე მმართველი პარტიის შტაბ-ბინას ეკიდა. ხანძარი ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დროს გაჩნდა.

მუზეუმში შეღწევა მოროდიორებმაც სცადეს. ისინი მომიტინგეების ერთმა ჯგუფმა შეაკავა. მათ მუზეუმს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს, ვიდრე იქ სამხედროებით სავსე ოთხი დაჯავშნული მანქანა მივიდოდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა