ეგვიპტეში მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით გადადგა, მათ შორის პრეზიდენტის ვაჟი გამალ მუბარაქი, - ამის შესახებ გამოცემა "გაზეტა.რუ" იუწყება.
ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი კი მმართველი "ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარის თანამდებობას კვლავ ინარჩუნებს.
გაეროს მონაცემებით, ორი კვირის განმავლობაში ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ოპოზიცია პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს.