ჯორჯ ბუშმა დაპატიმრების შიშით შვეიცარიაში ვიზიტი გააუქმა

ჯორჯ ბუშმა დაპატიმრების შიშით შვეიცარიაში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შვეიცარიაში ვიზიტი გააუქმა. ბუში შვეიცარიაში საქველმოქმედო ღონისძიებაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი ებრაული ფონდი ”კერენ ჰა-იესოდია”. როგორც ”როიტერი” იტყობინება, ვიზიტის გადადების ოფიციალურ მიზეზად უსაფრთხოება სახელდება. უფლებადამცველები დარწმუნებულნი არიან, ბუში შვეიცარიაში იმიტომ არ ჩავიდა, რომ დაპატიმრების შეეშინდა.

რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაცია, მათ შორის ” Human Rights Watch”-ი და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია, ორშაბათს შვეიცარიის სასამართლოში ბუშის წინააღმდეგ 2500 გვერდიანი სარჩელის შეტანას გეგმავს. ორგანიზაციები ბუშს გუანტანამოს პატიმრების წამებაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, მათ მხარდამჭერებს მოუწოდეს, ბუშს მასობრივი საპროტესტო აქციებით შეხვედროდნენ. ”კერენ ჰა-იესოდში” აცხადებენ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტი იმის გამო გადაიდო, რომ ქუჩის არეულობების პროვოცირება არ მომხდარიყო.

ადრე ბუშმა აღიარა, რომ გუანტანამოში დატყვევებულ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პატიმრებს ”წყლით წამების” წესით მისი ბრძანებით აწამებდნენ. თავის მემუარებში ბუში ამტკიცებს, რომ სწორედ ამ გზით მიღებული ინფორმაციის წყალობით შეძლეს მრავალი ტერაქტის თავიდან აცილება. 

უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ქმედება გაეროს ”წამების საწინააღმდეგო კონვენციას” ეწინააღმდეგება. კონვენცია მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მიერ, მათ შორის აშშ-ის მიერ რატიფიცირებულია. უფლებადამცველები ბუშის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა