საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის მარცხი აღიარა, რომელიც საფრანგეთში კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და განვითარებას ისახავდა მიზნად.
"დიახ, ჩვენ მარცხი განვიცადეთ", - განაცხადა სარკოზიმ ტელეარხ TF1-ის თოქ-შოუში.
მისი აზრით, მუსულმანების ფრანგულ საზოგადოებაში ინტეგრაციის სისტემა არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან ინტეგრაცია არ მოხდა.
"ჩვენ ყოველთვის მეტისმეტად გვაღელვებს მათი იდენტურობა, ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, ხოლო ადგილობრივთა იდენტურობა - ნაკლებად", - განაცხადა სარკოზიმ.
სარკოზიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია კულტურული სხვაობის პატივისცემა, თუმცა სხვადასხვა ეთნიკური, თუ რელიგიური ჯგუფები ერთმანეთში არ უნდა აითქვიფონ. მისი თქმით, ემიგრანტები ფრანგული საზოგადოების ნაწილი უნდა გახდნენ და ადგილობრივი ცხოვრების წესს პატივი უნდა სცენ. მათ კი, ვისაც ეს არ სურს, საფრანგეთში არ ელიან.
"ფრანგულ საზოგადოებას საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა არ სურს. ჩვენ ელიტური ქვეყანა გვაქვს, ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია, ლოცვა დისკომფორტს არავის უქმნის, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე აგრესიული რელიგიური განწყობა არ გვჭირდება", - აღნიშნა სარკოზიმ.
2010 წლის ოქტომბერში მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის მარცხი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც აღიარა. თებერვლის დასაწყისში კი ანალოგიური განცხადებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი გამოვიდა.
მომზადებულია TF1-ის მიხედვით.