ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ "კურსორ ინფო" იუწყება. ტერორიზმთან ბრძოლის სახელმწიფო შტაბის ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქეებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ ეგვიპტე, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, კოტ-დივუარი, მალი, მავრიტანია და ვენესუელა.

უსაფრთხოების სამსახურები ისრაელის მოქალაქეებს ამ ქვეყნებში სტუმრობისაგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ისრაელის მოქალაქეების მისამართით მოსალოდნელი ტერაქტების განხორციელების შესაძლებლობაზე, ტერორიზმთან ბრძოლის შტაბი "ჰესბოლას" სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, იმადა მუგნიეს ლიკვიდაციის მესამე წლისთავის მოახლოების გამო ალაპარაკდა. მუგნიე 2008 წლის 13 თებერვალს, დამასკოში მოკლეს. "ჰესბოლა" მის მოკვლაში ისრაელს ადანაშაულებს, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურ თელ-ავივს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. სპეციალისტების აზრით, მუგნიე რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობის შედეგად მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა