ქუვეითის მთავრობამ რევოლუციის შიშით თითოეულ მოქალაქეს 10 000 დოლარი აჩუქა

ქუვეითის მთავრობამ რევოლუციის შიშით თითოეულ მოქალაქეს 10 000 დოლარი აჩუქა

ქუვეითის ემირმა (შეიხ ჯაბერ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი) აღმოსავლური რევოლუციების შიშით მილიონიანი მოსახლეობის დასაჩუქრება გადაწყვიტა. მოსახლეობის დამშვიდების მიზნით, უპრეცედენტო ზომები მიიღეს.

სტუდენტებს სტიპენდიები 350-დან 700 დოლარამდე გაუზარდეს, სამხედრო მოსამსახურეებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ხელფასებზე 70-115%-იანი დანამატი მიიღეს, სახელმწიფო სამსახურში მომუშავეთა ხელფასები კი 100%-ით გაიზარდა. ქუვეითის ყველა მოქალაქე კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლდა. თითოეულმა მოქალაქემ ერთჯერადად 3500 დოლარის მიიღო. ამ საჩუქრებს ოფიციალურად მისი უდიდებულესობის ემირ ას-საბაჰის მმართველობის მეხუთე წლისთავს უკავშირებენ.

დამატებით, მთელი თებერვლის განმავლობაში ქვეყანაში სამხედრო აღლუმები, პატრიოტული სიმღერების კონკურსები, თემატური გამოფენები, პოეზიის საღამოები და აქლემების დოღი არ შეწყდება. ღონისძიებებთან დაკავშირებით ქუვეითში მრავალი მაღალჩინოსანი სტუმარი ჩავიდა, ქვეყნის ქუჩები კი დროშებითა და ემირის პლაკატებით კიდევ უფრო მეტად მორთეს.

ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ მილიონიან მოსახლეობას 10 მლრდ დოლარი დაახარჯა, რაც თითოეულ მოქალაქეზე 10 000 დოლარია. როგორც მასმედია იტყობინება, სახელმწიფოსთვის, რომლის საბიუჯეტო პროფიციტმაც ბოლო 11 წლის განმავლობაში 140 მლრდ დოლარი შეადგინა, ეს უმნიშვნელო დანახარჯია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუვეითში პოლიციელების მიერ დემონსტრაციების  დაშლისას 30-მდე ადამიანი დაშავდა. ელ-ჯაჰრის პროვინციაში ათასამდე მანიფესტანტი, რომლებსაც ძირითადად მომთაბარე ბედუინები შეადგენდნენ, თავიან უუფლებო მდგომარეობას აპროტესტებდა. ისინი ქუვეითის მოქალაქეები არ არიან.

მომზადებულია slon.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა