აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, აშშ-ის ისტორიაში პირველად, თეთრი სახლის პროტოკოლის სამსახურის მდივნის პოზიციაზე ჰომოსექსუალი ჯერემი ბერნარდი დანიშნა.
ბერნარდის მოვალეობაში თეთრ სახლში ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება შედის.
"ბედნიერი ვარ, რომ ეს პატივი მხვდა წილად. თეთრ სახლში ჩატარებული ღონისძიებებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. ამ საქმიანობას სიამოვნებით გავაგრძელებ", - განაცხადა ჯერემი ბერნარდმა.
"ჯერემი ჩვენს ხედვას იზიარებს. მოუთმენლად ველოდებით, როდის შეუდგება საქმეს",- ნათქვამია ბარაქ ობამას განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ბერნარდი ბარაქ ობამას დიდი ხნის მხარდამჭერია. ის კალიფორნიაში ობამას ფინანსურ კონსულტანტად მუშაობდა მის პრეზიდენტობამდე, შემდეგ საფრანგეთში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი იყო. ჯერემი ბერნარდი სექსუალური უმცირესობების უფლებების ცნობილი დამცველია.
ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 150-მდე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის თანამშრომელი მუშაობს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.